იმედს გამოვთქვამთ, ამ შემთხვევაში მაინც მოიქცევა სათანადოდ - პროკურორი ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე, იმედს გამოთქვამს, რომ "ამ შემთხვევაში მაინც ბრალდებული მოიქცევა სათანადოდ" გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. მისი თქმით, როდის მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მან ზუსტად არ იცის.

"ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ხელმძღვანელობს მე რამე კონკრეტულს ვერ გეტყვიტ, თუმცაკანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამისთვის არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით, საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას", - თქვა მიხეილ სადრაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი