ვრცელდება ინფორმაცია, სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, მოვლენ, დავხვდებით - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისისკენ დაძვრას, მისივე თქმით, არავინ არ აპირებს დანებებეას. უგულავას თქმით, დღეს ახალი ეროვნული მოძრაობა ყალიბდება.

"დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. [...] ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, ეს ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან - ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ. მოვლენ, დავხვდებით, არც ნიკა და არც სხვა, არცერთი ჩვენთაგანი მათ არ დანებდება", - თქვა გიგი უგულავამ. 

მისი განცხადებით, პროპორციული წინაარმდეგობას გაუწევენ, რადგან მათ მხარესაა სამართლიანობა.

შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილები. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი