"ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი" - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტსაბჭო ხვალ შეიკრიბება ახალი კანდიდატის დასახელების მიზნით. 

"ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაზე... სავარაუდოდ, უკვე ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი", - ამბობს კობახიძე.

ამავე ბრიფინგზე პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ თქვა, რომ "გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია [მელიაზე], თუმცა არგუმენტები ვერ მოისმინეს"

იხილეთ ბოლო მოვლენები: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი