"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიცია ლიეტუვის ელჩს ხვდება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში - სადაც მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ შეკრებილები - ამ წუთებში ლიეტუვის ელჩთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 17-18 თებერვლის ღამის განმავლობაში შსს-ს სტრუქტურებში განსაკუთრებული მობილიზაცია იყო, ხოლო დილით ენმ-ის ოფისში, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შსს-ს აბრევიატურის მქონე, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ სასამართლო განჩინების შემდეგ მოვიდნენ "შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად". ისინი ოფისში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და ტერიტორია დატოვეს. 

ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების გადადება მოჰყვა.

იხილეთ ამავე მოვლენებზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი