"მოსული ვართ, რომ გავატაროთ შესაბამისი ზომები" - ენმ-ის ოფისში მისული პოლიცია ოფისში შესვლას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 20-მდე პოლიციელი შსს-ს ამოსაცნობი აბრევიატურით მივიდა. ისინი ამ წუთებში ოფისში შესვლას ცდილობენ, თუმცა, იქ შეკრებილები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამავდროულად, ენმ-ის ოფისის გასწვრივ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის მანქანები, სავარაუდოდ, ოფისთან მისასვლელი გზა იკეტება. 

"სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, მოსული ვართ, რომ გავატაროთ შესაბამისი ზომები", - ამბობენ პოლიციელები. 

ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგგლიშვილის მოთხოვნა, რომ განჩინება მისთვის გადაეცათ, პოლიციამ უგულებელყო. ისინი ოფისში შესვლას ცდილობენ და ამბობენ, რომ განჩინება უშუალოდ ნიკა მელიას უნდა ჩაბარდეს. 

"უშუალოდ ბრალდებულს უნდა ჩავაბაროთ განჩინება, თქვენ გადმოგეცემათ მისი თანდასწრებით", - უთხრეს შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას ადვოკატს. 

ენმ-ის ოფისში შესასვლელი კარი ჩაკეტილია, ოფისთან მისული პოლიცია, სავარაუდოდ, კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან.

"გამომძიებლები მოვედით განჩინების აღსრულების მიზნით, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ ნიკა მელია იმყოფება ამ ოფისში, მაგრამ ხედავთ, რომ კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს", - განაცხადა მედიასთან ერთ-ერთმა პოლიციელმა. 

შეგახსენებთ, მთელი ღამის განმავლობაში, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში მობილიზებისა და განუწყვეტელი თათბირების ფონზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.

ამავე თემაზე:

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ

როგორც მოვლენ ისე წავლენ - ნიკა მელია რობოკოპებზე

სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად- მობილიზაცია შსს-ში და ვითარება ენმ-ს ოფისში

დაიწყებენ გაფრთხილებთ, თუმცა არც ისაა გამორიცხული პირდაპირ დაიწყონ ოპერაცია - ადვოკატი პროცედურებს განმარტავს

ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა-სენატორი ჯიმ რიში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი