მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალისთვის დააანონსა, ის დაჩქარებული წესით ამ წუთებში იწყება - მთავარი საკითხი პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელებაა.
მედიაში ვრცელდება რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე რეალისტური ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა, განიხილება ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც, ასევე, თეა წულუკიანი.
ჩვენი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნაწილი - მათ შორის, დავით ზალკალიანი (სავარაუდოდ, მას შეცვლის კახა კუჭავა) და ნათია თურნავა (სავარაუდოდ, მას შეცვლის ივანე მაჭავარიანი).
აქვე იხილეთ: