გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს მოუწოდებს განმუხტონ დაძაბულობა.
"ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.
გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - წერია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
ამავე თემაზე: