ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სართაშორისო პარტნორებისგან და მეგობარი სახელმწიფოებისგან "ოცნების" ხელისუფლებსი მწვავე კრიტიკას აფასებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ის წითელი ხაზები გადაკევთა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აკვირდებოდნენ.
"ღარიბაშვილმა მიაღწია თავის სანუკვარ ოცნებას, რაც იყო ის, რომ საქართველო მოქცეულიყო საერთაშორისო იზოლაციაში, რომ საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ეთქვათ, რომ საქართველომ დაიხია უკან თავის ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე, რაც ჩვენ მასობრივად მოვისმინეთ", - ამბობს "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის გამოხმაურებას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საერთაშორისო გამოხმაურებები "მოზომილი" და "რბილია". ქართველი ექსპერტები კი ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაკავება ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესების დაფუძველია.
"პროდასავლურ კურსს შეექმნა ყველაზე დიდი რისკი, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი რისკია, რომ დღეს საქართველოს ევროპულმა პერსპექტივამ გადაიწიოს ძალიან დიდი ხნით, ან სულაც განუსაზღვრელი ვადით. რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებით არის სანქციების საფუძველი", - ამბობს "ალექსანდრე რონდელის" ფონდის უფროსი მკლევარი გიორგი ბადრიძე.
აქვე იხილეთ უცხოელი პარტნიორების ბოლოდროინდელი განცხადებები: