დასავლეთი საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას აპირებს. ნიკა მელიას დაკავება და შტურმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე პოლიტიკური განხილვის თემად იქცა - საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები უფრო მკაცრდება.
მოწოდებები არის იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროპამ და აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს. აქამდე ისინი საქართველოს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ, ახლა ეს დახმარება იქნება კონკრეტული პირობით, რომ საქართველომ დემოკრატიულ პრინციპებს არ უნდა გადაუხვიოს და ცივილიზებულ სამყაროს დაუახლოვდეს.
პუტინისგან ან ლუკაშენკოსგანაც კი არ მომისმენია ენა, რომელიც ქართული ხელისუფლებისგან მესმოდა. ისინი ყველა ოპოზიციონერებს ბოლშევიკებს, ფაშისტებს, კრიმინალებს უწოდებენ. ევროპის სახალხო პარტიას მაფიას ეძახიან - აცხადებს ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი.
სანქციების გამოყენება რომ საჭიროა, ამაზე ღიად საუბრობენ მსოფლიოს სხვა გავლენიანი პოლიტიკოსებიც, თუმცა არ არის ცნობილი, ეს იქნება საბანკო ანგარიშების გაყინვა თუ სხვა სახის შეზღუდვები.
ამავე თემაზე:
ასეთი ქმედებით მთავრობამ ფეხში გაისროლა - საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება
ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან ქართული ოცნებისთვის - იან კელი