72-საათიანი ვადა იწურება - მიიღებს თუ არა ნიკა მელიას საქმეზე სარჩელს სააპელაციო

გამოქვეყნდა:

72-საათიანი ვადა იწურება, უახლოეს საათებში ცნობილი უნდა გახდეს, თუ რა გადაწყვეტლებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმეზე. სარჩელი მეორე ინსტანციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ შეიტანეს.

როგორც ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და არა სამართლებრივად გამართულ არგუმენტაციაზე.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, მაშინ, როდესაც შევიტანეთ საჩივარი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი საჩივარი სამართლებრივად გამართულია, უბრალოდ დამოკიდებულია არა არგუმენტაციაზე, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე", - ამბობს, დიმიტრი საძაგლიშვილი.

საქმე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს დაეწერა, რომელიც "პოლიტიკური სამართლითაა" ცნობილი.

"ყველა მნიშვნელოვანი, პოლიტიკური საქმე, სადაც არასებობს ხელისუფლების ინტერესი, ხდება იმ მოსამართლეების განხილვის საგანი, რომლებიც "კლანთან" არიან დაახლოვებუნი, ასეთი არის თვითონ გიორგი გოგინაშვილი. მას ჰქონდა წარსულში გამხაურებული საქმეები და ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიურად დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. პრინციპულობით ის არ გამოიჩევა", - ამბობს, იუსტიციის უმაღლესი ბაჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე:

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი