სანქციები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, არის სრული ბოდვა - ალუდა ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, საერთაშორისო სანქციებზე საუბარი სრული ბოდვაა. მისივე განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ სურს და მისი მიზანი თვითგვემაში ყოფნა და ციხეში მემუარების წერაა, ეს მისი არჩევანია.

"სანქციები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, არის სრული ბოდვა", - თქვა მან.

აქვე გეტყვით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი