მელიას დაკავება საჩუქარია კრემლისთვის - ლორა თორნტონი

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას "კრემლის საჩუქარი" უწოდა. 

საქართველოს მთავრობის ქმედება ოპოზიციონერი მელიას წინააღმდეგ და დემოკრატიის კრიზისი კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია. ისინი სხედან, მოვლენებს თვალს ადევნებენ და ჰიბრიდული ომის ბიუჯეტში დაზოგილ ფულს ითვლიან, - წერს თორნტონი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია - ლიეტუვას პრეზიდენტი 

მელიას და კოლეგების დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, მარტო ვერ დავტოვებთ - ტუსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი