შინაგან საქმეთა სამინისტრო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც მათივე ოფისიდან ამოღებულ ტექნიკას უკან დაუბრუნებენ. ამ თემაზე მან უწყებამ განცხადება გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა", - წერია უწყების განცხადებაში.
ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ენმ-ს ოფისიდან ტექნიკა იმიტომ ამიოღეს და დალუქეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა.