"ქართული ოცნების" დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას სიმპოტმები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, გივი მიქანაძეს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.