უნდა შესრულდეს რეფორმები, რომლებიც საჭიროა საქართველოსთვის და არა ევროპისთვის - მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შესრულდეს რეფორმები, რომლებიც არა ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაძლიერდეს კავშირი საქართველოსა და ევროპას შორის და ამავდროულად მნიშვნელოვანია შესრულდეს ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის.

კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციასთან, ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს ეკონომიკური პროგრამები.

დღეს ჩემი აქ ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა გამოვხატოთ ევროპის მხარდაჭერა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისადმი. ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი",- თქვა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ 28 თებერვალს ჩამოვიდა. საოკუპაციო ხაზთან ჩასვლამდე შარლ მიშელი პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრის შეხვდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი