აპლიკაციის ჯეროვნად წარდგენის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს - გაბუნია Covax-ზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Covax პლატფორმასთან კომუნიკაცია გრძელდება და ის ვაქცინების მიღებისთვის ქვეყნის მთავარი პარტნიროია. გაბუნია აცხადებს, რომ "ფაიზერის" ვაქცინის მისაღებად აპლიკაციაში არანაირი ხარვეზი არ ჰქონიათ.

"მე პირადად ვადევნებ თვალს ყველა კომუნიკაციას კოვაქსთან. აბსოლუტურად სასაცილოა აპლიკაციის ხარისხზე საუბარი, სამინისტროს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა და მე პირადად, რომ აპლიკაციები იქნება ეს საერთაშორისო, თუ რომელიმე სხვა იყოს შესაფერისად და ჯეროვნად წარგდენილი. ეს არ არის თემა, მე ვარ პირდაპირი კომუნიკატორი კოვაქსთან", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

პრობლემა არის ის, რომ ფაიზერი გარკვეულ პირობას აზუსტებს, რომელიც სატელოფონო ჩართვის პროცესში დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა "კოვაქსის" განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველომ თებრვალში ვაქცინა ვერ მიიღო, რადგან კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არ გამოირცხა, რომ პლატფორმას უჩივლონ, ხოლო გაბუნიამ განაცხადა, რომ განმარტება მოსთხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი