მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტს აღარ უნდა გადასცდეს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტის თვეს აღარ უნდა გადასცდეს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, Covax პლატფორმაზე მითითებულია, რომ პირველ კვარტალში საქართველომ "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები უნდა მიიღოს.

"ასტრაზენეკასთან მიმართებაში მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს პირველი დოზების ქვეყანაში ჩამოტანა და შემდეგ გაგრძელდება. კოვაქსი ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში ასტრაზენეკა შემოვა უფრო ადრე ვიდრე ფაიზერი. ფაიზერის შემოტანის ვადა უკვე დაზუსტდება მას შემდეგ რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე რასაც აყეენბს და დააყენებს ფაიზერი სატელეფეონო კომუნიკაციის დროს. 

მოლოდინი გვაქვს, ისეთი, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას", - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა "კოვაქსის" განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველომ თებრვალში ვაქცინა ვერ მიიღო, რადგან კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ არ გამოირცხა, რომ პლატფორმას უჩივლონ, ხოლო გაბუნიამ განაცხადა, რომ განმარტება მოსთხოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი