
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის, განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშენთან შეხვედრაზე შეთანმხდნენ, რომ არ არსებობს წითელი ხაზები, რათა გაიხსნას დიალოგი.
როგორც სამნიძემ, პრემიერმინისტრის დღეავანდელი განცხადებების საპასუხოდ თქვა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხები.
"დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ, რომელიც პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ასპექტი იყო ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, ვისაუბრებდით ყველა იმ თემაზე, რომელიც მაგიდაზე დადო პრეზიდენტმა მიშელმა. საკუთარი ინიციატივით, ჩვენთან შეხვედრების შემდეგ გამოტანილი დასკვნებით, თუ რა გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან არა მხოლოდ დღეს და ხვალ, არამედ სამომავლოდ. შევთანხმდით, რომ არ არსებობს წინაპირობები და წითელი ხაზები და მზად ვართ, რომ გაიხსნას დიალოგი. დღესაც ვართ ძალიან რთულ ვითარებაში ოპოზიციური პარტიები. იმიტომ, რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჯერ კიდევ არ ისმის ხელისუფლებისგან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ განახლდეს დიალოგი", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, ჩამონათვალში არ ეწერა პრიორიტეტები და თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა, არ გამორიცხავს, რომ ციხეში, ნიკა მელიას ადგილას ნებისმიერი ოპოზიციონერი ლიდერი იხილოს.
ამავე თემაზე: