საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom house-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით "თავისუფლება მსოფლიოში 2021". რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა.
ორგანიზაცია მანკიერ საარჩევნო სისტემაზე, უსამართლო სასმართლოზე, ოლიგარქის გავლენებსა და გაუარესებულ მედია გარემოზე საუბრობს.
"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 90 მანდატი მიიღო, მათ შორის 30 მაჟორიტარული, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით კი - 36, მათ შორის ყველა პროპორციული სისტემით. დარჩენილი ადგილები 7-მა პატარა პარტიამ დაიკავა. დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო/ოდირმა არჩევნები კონკურენტულად მიიჩნიეს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს - მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმების ყიდვა, დამკვირვებელთა საქმეში ჩარევა, ძალადობა, საჯარო მოხელთა დაშინება", - წერია ანგარიშში.
"ფრიდომ ჰაუსი" აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლება ხშრიად დაცულია, მაგრამ პოლიცია ზოგჯერ დემონსტრანტებზე გადამეტებული ძალით რეაგირებს. მათ შორის აღნიშნულია ცესკოს-ს ოფისთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს, რომ მოუხედავად რეფორმის ჩატარებისა მაინც პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა. ასევე, აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს კირტიკა მოჰყვა.
მედიის თავისუფლებასთან დაკავშირები Freedom house აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ის ხანგრძლივი დავა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირისთვის მისი გადაცემით დასრულდა, რაც ეჭვებს აჩენს.
ამავე თემაზე: