ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის რეალური სარკე - ასე აფასებენ "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათი თქმით, ამ მძიმე შედეგზე კი მთავარი გავლენა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა, სასამართლო და საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მოaხდინა.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას და ქვეყნის დემოკრატიულ კურსს, რომელიც საბოლოო ჯამში საერთაშორისო დონეზე აისახება. ისინი ყურადღებას განსაკუთრებით ოლიგარქიულ მმართველობაზე ამახვილებენ - "მე მხოლოდ შემიძლია ბატონ ფრიდონ ჰაუსს დავეთანხმო" - ამბობს გიგი უგულავა.
რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასება, რომლებიც გავლენიანი ორგანიზაციის მონაცემებს "არაზუსტს" უწოდებენ.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ანგარიში შეიცავს "ფაქტობრივ უზუსტობებს".
შეგახსენებთ, რომ მონაცემების მიხედვით, საქართველოს 60 ქულა აქვს თავისუფლების მაქსიმალურ 100 ქულიან შკალაზე. ქვეყნის შეფასება ბოლო წლებში დაღმავალია. გასულ წელთან შედარებუთ, კიდევ 2 ქულით არის მონაცემები გაუარესებული.
ამავე თემაზე: