თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი ნიშანი, შეცდომა და უზუსტობა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freedom House-ის ანაგრიშში, რომლის მიხედვითაც საქართელოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონე გაუარესდა, უზუსტობებია.
სარჯველაძის შეფასებით, ანგარიშში უზუსტობებია არჩევნების შეფასებებშიც.
"თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი ნიშანი, შეცდომა და უზუსტობა, რომელიც ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს საბოლოო შეფასებებზე, რომლებიც გაკეთებულია დასკვნაში. მე არ ვიცი, რომელ და რა ინფორმაციას ეყრდნობა, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია. მაგრამ იქ აშკარად არის ფაქტობრივი შეუსაბამობები. არაერთი, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.
"ცდებიან.... მცდარად უთითებენ", - ეს პასუხი გასცა ჟურნალისტებს სარჯველაძემ ანგარიშის იმ ნაწილზე დასმულ კითხვას, სადაც Freedom House ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს.
სარჯველაძის თქმით, ივანიშვილს მმართველობა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოუყენებია და ოლიგარქი არ შეიძლება ეწოდოს.
ამავე თემაზე: