"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდახმის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული გიორგი კალატოზიშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ თქვა.
ზაურ მინდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გუშინ საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ნამდვილად იყო, იყო ნასვამი და დეტალების აღდგენა უჭირს.
ერთადერთი, რასაც მეუბნება, რომ არანაირი ინტერესი და.. დღესაც მისთვის დაუჯერებელია, რომ პარტიული ოფისის ფანჯრები დაამტვრია. არც კი იცის, თუ იქ არსებობს "ნაციონალური პარტიის" ოფისი, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, კომენდანტის საათის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი რამდენიმე ადამიანმა დაარბია. შენობაში დამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ენმ-ს გორის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებით დაკავებული 4 პირის ვინაობა ცნობილია