ოთხშაბათს, 3 მარტს მიანმარში აქციაზე სულ მცირე 38 ადამიანი მოკლეს. მომხდარი გარეომ "ყევლაზე სისხლიან" დღედ შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოწმეების განცხადებით, სამხედროები რეზინის ტყვიებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთა შორის ორი არასრულწლოვანი - 14 და 17 წლის ბიჭები არიან, ვრცელდება ინფორმაცია 19 წლის მოკლულ გოგოზეც.
მასობრივი საპროტესტო აქციები და დაუმორჩილებლობა მიანმარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებაში სამხედრო რეჟიმი მოვიდა. აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის მიერ არჩეული მთავრობის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციების ძალადობით ჩახშობამ არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მიანმარი ამას ამ დრომდე არ ითვალისიწნებს.
გადატრიალების დაწყების შემდეგ ქვეყანაში სულ მცირე 50 ადამიანი მოკლეს, მრავალი დემონსტრანტი კი დაშავდა. მიანმარის პოლიციამ ცეცხლი რამდენიმე ქალაქში გახსნა.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.