გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. ისინი ისრაელის ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა.

"ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების", - თქვა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის 2 სრული დოზა აქვს ჩატარებული და შესაბამის დოკუმენტს წარადგენს ქვეყანაში უპირობოდ შემოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი