საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმაც ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

ესტონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ და კერსტი კალიულაიდმა ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს. 

კალიულაიდი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა  "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, არსებულ სიტუაციაზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

ლიეტუვას პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის საიმედო ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფა. 

ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ის მზადაა ლიეტუვას სახელით იყოს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საწარმოებლად, რათა მიაღწიოს კონსენსუსს. ასევე, აღნიშნავს, რომ ლიეტუვა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამჭერია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი