კრემლი კმაყოფილია- რუსეთის დაზვერვა "ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე

გამოქვეყნდა:

კრემლი კმაყოფილია - მოსკოვში აღარ მალავენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასავლეთთან ურთიერთობაში შექმნილი კრიზისი მოსწონთ. რუსეთის დაზვერვის უფროსი - ნარიშკინი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი ემისარია, მეტ კონკრეტიკასაც არ ერიდება და ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადახვევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან ვაშინგტონს აღიზიანებს, მას კი მოსწონს. 

კრემლის ისტერიის ფონზე, ქვეყნის სტატეგიული პარტნიორები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის აქტიურად მუშაობენ. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა ვინც წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობდა და დღესაც მუშაობს, ღია წერილი გამოაქვეყნეს. "ოცნების" ხელისუფლებას მიმართეს, რომ პოლიტიკური კომპრომისისთვის პირველი ნაბიჯი გადადგან და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დაუყონებლივ გაათავისუფლონ . 

ამ გზავნილის საპასუხოდ დღეს "ოცნებამ" ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა საერთოდ უარყო. კულტურის კომიტეტის თავმჯოდმარემ თეა წულუკიანმა კი ნიკა მელიას ურჩა, რომ თავი თვითონ უნდა გაითავისუფლოს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნების" მცდელობა, ჩაეშალა მოლაპარკებები, არ გამოვიდა. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები კი უცვლელია - ჯერ პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, შემდეგ კი ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი