უფრო კარგად გამოჩნდა ივანიშვილის მმართველობის სტილი - დოლიძე ბერას ინტერვიუზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს აღიარება. მათი აზრით, ინტერვიუმ აჩვენა, რომ აუდიოჩანაწერი ავთენტურია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმ კარგად აჩვენა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების მოთხოვნა უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენს.

"კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი. ჩვენ ვიხილეთ კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ხდება დამონება სახელმწიფო ინსტიტუტების, ერთი ოჯახის სასარგებლოდ. უფრო მეტი უსამართლობის დაუცველობის განცდა გვეუფლება, როდესაც ვისმენთ მისი შვილის ინტერვიუს. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა, რომ მოხდეს ცვლილება უფრო და უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენს",- თქვა ბაჩო დოლიძემ.

9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი