ხელისუფლება ამბობს, რომ ნარიშკინის განცხადებას არ უნდა უპასუხონ - ექსპერტები პირიქით

გამოქვეყნდა:

რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საპასუხო განცხადება საერთოდ არ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის ცუდი განცხადებაა და ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი დასაყრდენი რუსეთია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ღიად აცხადებდა, რომ მიდიოდა დასავლეთის კურსით, რეალურად საქმეები მეტყველებდა სულ სხვა რაღაცაზე", - თქვა ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, მსგავსი ტიპის განცხადებები პირდაპირი მინიშნებაა, რომ რუსეთს სურს გავლენების მოპოვება საქართველოში. უმრავლესობა ნარიშკინის ამ განცხადებასაც ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს:

"მეცხრე წელია ქართული ოცნების ხელისუფლების შერყევას ცდილობს რუსეთი და მისი შერყევის მცდელობის იარაღი მუდმივად არის ერთი და იგივე, ესაა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. როცა მათი ხელით ამას ვერ აკეთებენ ხან გამოუჩნდებათ ნარიშკინი თავისი განცხადებებით", - თქვა სოზარ სუბარმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და ხელისუფლებამ ამას "არანაირი პასუხი არ უნდა გასცეს".

გუშინ, 9 მარტს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადება გამოქვეყნდა.

ნარიშკინის განცხადებით, ბოლო დროს ვაშინგტონში "ოცნების" მიმართ უკმაყოფილება იზრდება და თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტიის წევრები სრულად არ ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის დაცვის დირექტივას. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი