საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია - ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიან წინდებით ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია. 

"საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია. სწორედ ამიტომ დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის მედიატორად. ევროპარლამენტი და მე, მზად ვართ, დამატებითი კილომეტრები გავიაროთ. ამ წინდებით სიარული, რაც ერთ-ერთმა კეთილშობილმა ქართველმა მაჩუქა, ახლა გაცილებით სასიამოვნოა", - წერს ევროპარლამენტარი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიენ დანიელსონი კი საქართველოში 12 მარტს ჩამოვა. მისი ვიზიტი 12-14 მარტს შედგება, მთავარი მიზანი კი პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა და მოლაპარაკებების განახლება იქნება. 

დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი