თურნავამ და დავითაშვილმა "ნამახვანჰესზე" შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე დატოვეს

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რიონის ხეობის მცველებთან და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებთან შეხვედრა ისე დატოვეს, რომ კითხვებს არ უპასუხეს. მათ წარმომადგენლად შეხვედრაზე რამდენიმე პირი დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ 130-ზე მეტი დღეა რიონის ხეობაში მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენელობას აპროტესტებს.

"ჩვენ ვითხოვდით, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ყოფილიყო ჩვენი დგიალოგი, ანუ, ვინც არ არის უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები, თქვენ, არ ხართ გადაწყვეტილების მიმღები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ისეთი ტიპის კითხვები გვაქვს, დარწმუნებული ვარ რომც დაგისვათ ვერ გვიპასუხებთ, ვიცნ არის კითხვების ადრესატი ის ადამიანი უნდა იყოს ამ დარბაზში, და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვიყავით, ბატონ ლევანზე არ შევთანხმებულვართ, კითხვები გვაქვს ქალბატონ ნათიასთან და მის უწყებასთან", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრაზე. 

რიონის ხეობის მცველებმა თქვეს, რომ თუ მინისტრები არ იქნებოდნენ შეხვედრას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ მათ მოგვიანებით მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.

ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე პირველი სიტყვა ეკონომიკის მინისტრმა წარმოთქვა, რის შემდეგაც მან და ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და ადგილი დატოვეს. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი