
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, ახლა მთავარი ნიკა მელიას გათავისუფლებაა, იმისთვის, რომ ნდობ აღდგეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
სალომე სამადაშვილის თქმით, ამის შემდეგ მთავარია უკვე "შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა აღვადგინოთ ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ახალი არჩევნები". "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ფიქრობს, რომშარლ მიშელის 6-პუნქტიან მოთხოვნებს მედიის თავისუფლებაც უნდა დაემატოს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა "ოცნებისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებს.
ამავე თემაზე:
ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.