
კრისტიან დანიელსონისა და "ნაციონალური მოძრაობის", ასევე გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" შეხვედარა დასრულდა. ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მედიატორთან 6 პუნქტი დეტალურად განიხილეს. მისივე თქმით, არსებობს პუნქტები, რომელზე დათანხმებაც "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციასაც მოუწევს იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდეს.
ზოგიერთ საკითხზე გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია, სხვებზე შევთანხმდით მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება, მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს... ..აქ ვერაფერს ახალს ვერ გეტყვით, პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა ამოიწუროს და მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგალითად, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძეც ამბობს, რომ შეხვედრაზე 6 პუნქტი დეტალურად განიხილეს. მისივე თქმით, შეხვედრები მომავალშიც გრძელდება იმისათვის, რომ შეძლონ კონკრეტულ
შეთანხმებამდე მისვლა.
ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაც არის ჩამონათვალში, პრეზიდენტ შარლ მიშელის მომზდებულ დოკუმენტში, ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა... მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი, იმ თვალსაზირისით, რომ შეხვედრა უნდა შედგეს იმიტომ რომ ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ არის მოგებული და წაგებული მხარეს, ამის მიღწევა გვინდა ჩვენ, რომ არ იყოს შეჯიბრი მხარეებს შორის, ვინ რას დაუმტკიცებს ერთმანეთს, არამედ გაიმარჯვოს ამ ქვეყანამ და კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული არჩევანისკენ. იმიტომ რომ ეს არის სასწორზე და არა სხვა რამ, ამაზეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი და იმაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ამ პოლარიზებულ ძალიან დაპირისპირებულ გარემოში მივიდეთ ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც არამხოლოდ დღევანდელ კრიზისს გადალახავს და გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან, არამედ სამომავლოდაც არ გვექნება მსგავსი შემთხვევები და შევძლებთ ერთად მტკიცედ ისევ ვიაროთ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისკენ, ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა "ოცნებისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებს.
ამავე თემაზე:
ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.