"ლელო საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მხარეები კრიზისის დაძლევისკენ მიდიან. ეს კომენტარი მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, კონსტრუქციული, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა მან ბოლო 2 დღის განმავლობაში, იმედი მაქვს უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება.
ამავე თემზე: