ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს "ქართული ოცნების" მხრიდან - ვაშაძე მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიროგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ქართული ოცნების" ახალ პოზიციებს განიხილავენ. მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ჯერ არ არიან იმ ნიშნულამდე მისულები, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს.

"ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს ქართული ოცნების მხრიდან. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, დოკუმენტზე, რაზეც ვმუშაობიდთ, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ უკვე ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

მისი განცადებით, განიხილება ყველა საკითხი და ექვსივე პუნქტი, რაც ჩარჩო დოკუმენტში იყო გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება. 

ამავე თემზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი