რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა კომპრომისი არ არის - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა, კომპრომისი არ არის, მისი თქმით, ეს მოქალაქეების ინეტრესის ღალატია. აღნიშნული განცხადება ბადრი ჯაფარიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოიცავს რიგგარეშე არჩევნების თემას. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა კომპრომისი არ არის. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ ღალატი. შესაბამისად ჩვენ არცერთ შეთანხმებას არ გავაფორმებთ ისეთს, რომელიც იქნბეა ჩვენი ქვეყნის და თანამოქალაქეების ინტერესების საზიანო", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მიმდინარეობს საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ახალ პოზიციბს იხილავენ. მას არ დაუკონკრეტებია რას ეხება ეს პოზიციები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება. 

ამავე თემზე: 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი