აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კომუნიკაცია დაწყებულია - ალიევი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ბაქო მზადაა დაიწყოს ერევანთან კომუნიკაცია, რაც ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების საწყისი წერტილი იქნება. ეს განცხადება მან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გააკეთა. 

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის თაობაზე. ეს იყო 10 ნოემბრის ხელმოწერილი განცხადების ნაწილი. მოლაპარაკებებს უკვე ჰქონდა რამდენიმე რაუნდი, სხვადასხვა დონის და ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხს შეუძლია იყოს დასაწყისის წერტილი ომის ფურცლის მთლიანად გადაკეცვისა და ისტორიისთვის მიტოვებისთვის", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ადგილზე რუსუელი "სამშვიდობო ძალები" შევიდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 20 ნოემბერს აზერბაიჯანს აღდამის რეგიონიც გადაეცა25 ნოემბერს - კალბაჯარის რაიონი, 1 დეკემბერს კი - ლაჩინის რაიონი. სამაგიეროდ, სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი