პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს - ჰანს ვან ბაალენი

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარტია "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" პრეზიდენტი (ALDE) ჰანს ვან ბაალენი Twitter-ზე წერს. 

ქართველ ხალხს სჭირდება სიცხადე და კონკრეტული წინადადებები. ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრებიდან. ამასობაში, პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გაათავისუფლდეს, - წერს ბაალენი. 

ცნობისთვის, ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი