
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში დღეს გაკეთებული განცხადებები იმის ნიშანია, რომ "ქართული ოცნება" დღეს თავიდან ბოლომდე რუსეთიდან იმართება. მათივე ინფორმაციით, აქტივისტები ხვალიდან მასშტაბურ აქციებს გამართავენ.
ამბობენ იმასაც, რომ ორივე მოთხოვნა, რომელიც ჰქონდათ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ხელისუფლებისგან უარყოფილია.
ამავე თემაზე: