ევროპარლამენტი სიტუაციის დეესკალაციისთვის ყველა მცდელობას მხარს უჭერს - დევიდ სასოლი

გამოქვეყნდა:

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი Twitter-ზე წერს. 

სასიამოვნოა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველ ხალხს შეუძლია იმედი მოგვცეს ამ პოლიტიკური დაძაბულობის მომენტში. ევროპარლამენტი მხარს უჭერს ყველა მცდელობას სიტუაციის დეესკალაციისთვის. სტაბილურობა მთავარია საქართველოს წინსვლისა და ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, - წერს სასოლი. 

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 15 მარტს, გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი