
რუსეთის პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის გაგზავნილ წერილში ადასტურებს.
მიხეილ მიშუსტინის განცხადებით, ის თვითიზოლაციაში რჩება და მკურნალობის კურსს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით, ვიცეპრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს.