ბაიდენი, ბლინკენი, უფრო მეტად უნდა ჩაერთონ საქართველოს პოლიტიკაში - მაკფოლი

გამოქვეყნდა:

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საქართველოში ჩაშლილ მოლაპარაკებებს Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ პროცესებში ბაიდენის, ბლინკენისა და სალივანის მეტი ჩართვაა საჭირო.

"არაა კარგი, რაც მოხდა. [მოლაპარაკებების ჩაშლა] საჭიროა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უფრო მეტად ჩაერთოს საქართველოში", - დაწერა მან. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა საქართველო უკვე დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი