ვაქცინაციაზე დაგეგმილი სტრატეგიული კამპანიის მოდიფიცირება მიმდინარეობს - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანიის მოიდიფიცირება. ასე უპასუხა მან კითხვას NDI-ს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ აცრას არ გაიკეთებს.

"რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომელიც მოხდა ახალციხეში, მან იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ამ პროცესთან მიმართებაში, დღესდღეობით მიმდინარეობს მოდიფიცირება იმ სტრატეგიული კამპანიის, რომელიც დღემდე იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება სურათი და მითითებები, როგორ უნდა გავრცელდეს ეს პროცესი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძე დღეს, 23 თებერვალს საჩხერის საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი