ამერიკამ ცალსახად თქვა, რომ "ოცნებას" აქვს პროდასავლური კურსი - წულუკიანი სენატის დებატებზე

გამოქვეყნდა:

"ამერიკულმა მხარემ, ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია - ასე აფასებს თეა წულუკიანი იმ გაფრთხილებებს, რომელიც აშშ-ს სენატორები "ქართულ ოცნებას" უგზავნიან.

წულუკიანისთვის სენატორების მკაცრი ტონი, მხოლოდ ოპოზიციას ეხება:

აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას. რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული და შესაბამისად, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ასევე ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას უთხრა, ის რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, მათ უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს", - ამბობს თეა წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი