"ქართული ოცნების" წევრის, კახა კუჭავას აზრით, საქართველო მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის და რეგიონის ლიდერია. მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.
"მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმული მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური, დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში. ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე", - თქვა კახა კუჭავამ.
მისი განცხადებით, გამოიხატა წუხილი, რომ ოპოზიციის ლიდერი ციხეში იმყოფება, თუმცა აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა შეუვალი ღირებულებაა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა.
ამავე თემაზე: