"ოცნების" ხელმძღვანელობით საქართველო არის დასავლეთის საიმედო პარტნიორი - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურება. ის მადლობას უხდის სენატორებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის. 

"მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების შესახებ. ქართული ოცნების ხელმძღვანელობით საქართველო არის დასავლეთის საიმედო პარტნიორი და საერთო ღირებულებების მტკიცე ერთგული", - დაწერა არჩილ თალაკვაძემ. 

თალაკვაძემ სენატორ შაჰინსაც მიმართა და აღნიშნა, რომ აგრძელებენ დემოკრატიულ რეფორმებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი