სენატში ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა არ ყოფილა - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამერიკის სენატში "მსგავსი მძიმე" საკომიტეტო მოსმენა საქართველოს ხელისუფლებისათვის ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების გამო ხდება.

"არც მე მახსოვს და არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას. [...] ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციამ ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი