
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე 2 დღის წინ, ვაშლიჯვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის თხოვნით ადგილობრივებთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის დროსაც უცხო პირი თავს დაესხა, შეურაცხყოფა მიაყენა და შეკრება ჩაშალა.
"სამწუხაროდ, ამ ძალიან სერიოზული შეხვედრის დროს, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, გამოვარდა ვინც ჩანდა, იყო ხელისუფლების პროვოკატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ჩაეშალა ეს შეხვედრა. დღეს მოვედი, რომ დავაყენო საკითხი პოლიციის წინაშე, გადადგამენ ნაბიჯებს ჩვენი ჩვენების საფუძველზე, გამოავლინონ ეს ხულიგანი, თუ არ გადადგამენ და ჩადგებიან იმავე უწყებების რიგში, რომლებიც ყოველთვის ხელს აფარებენ ოცნების პროვოკატორებს", - თქვა ანა დოლიძემ.
დოლიძის ინფორმაციით, ინციდენტის დროს თავს დაესხნენ "მთავარი არხის" ოპერატორსაც.