
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 41 წლის იმედა ჩიქობავაა.
ჩიქობავა სენაკის სოფელ გეჯეთიდანაა. ის სოფელში ასაკოვან დედასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახს სოციალურად უჭირდა, რის გამოც ჩიქობავამ კახეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა.
მოკლულის დედას არ აქვს ინფორმაცია ვისთან ერთად მუშაობდა მისი შვილი, რა შეიძლება გამხდარიყო მომხდარის მიზეზი, ან რა ურთიერთობა ჰქონდა მას დაჭრილებთან.
მკვლელობა კახეთში, 25 მარტს მოხდა. იმედა ჩიქობავა მანქანაში ჩაცხრილეს, მასთან ერთად კი 3 პირი დაჭრეს.
ამავე თემაზე:
ავტორი: ემა გოგოხია.