სოფელ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს, 27 მარტს ოფიციალურად წარუდგენენ.

ტურიაშვილების ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებს უკვე გაეცნო, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია ბრალის ფორმულირება. ადვოკატი უკვე ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, თუმცა, მათი პოზიციის შესახებ დეტალებზე განმარტებას არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მკვლელობა 2 დღის წინ მოხდა. ფაქტი კრიმინალური წარსულის მქონე ადგილობრივზე, მალხაზ ბადუაშვილზე, წარსულში მომხდარი მკვლელობის გამო განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება.

სისხლიანი გარჩევის დროს, თავდამსხმელებმა ბადუაშვილის ავტომობილში ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს 3 პირი, რომელთა შორის მალხაზ ბადუაშვილიც არის.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი