"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია ცოტა ხნის წინ დაიძაბა.  მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ მინიმუმ 4 აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავა. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს უმრავლესობის შეხვედრა, მანამდე კი პოლიტსაბჭოს სხდომა იყო. 

"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ბერა ივანიშვილისა და პერემიერ ღარიბაშვილის გამოსახულებით სტიკერებს აკრავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. 

აქციის მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "ოცნებას" ამას არ შეარჩენენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი